ძირითადი მოვალეობები:
- მისოს გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელობა, მისი მუშაობის კოორდინაცია, დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოების, ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა, განაწილება, შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, ჯგუფის მიერ გაწერული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
- გაყიდვების მიმართულებით გარიგებების/ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, კონტროლის განხორციელება, პრობლემური საკითხების მართვა და გადაწყვეტა;
- საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, პოტენციური კლიენტების მოზიდვის კოორდინაცია, გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- გაყიდვების მეთოდებსა და პროცესებზე ინიციატივების წარდგენა;
- ჯგუფის მიერ საკრედიტო განაცხადების დროული დამუშავების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- სესხების დაფარვის მონიტორინგი;
- ვადაგადაცილებული სესხების იდენტიფიკაცია, მართვა და მონიტორინგი; ვადაგადაცილების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და პრობლემური აქტივების ჯგუფთან თანამშრომლობა;
- სერვის ცენტრის საქმიანობის, დაკომპლექტების და სხვა არსებული პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
- კლიენტთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი, მომსახურების ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა პერიოდული შეფასება და უკუკავშირის განხორციელება;
- რეგიონის ბაზრის და კონკურენტების მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
- ჯგუფის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
- მისოს სარეკლამო აქტივობის, საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში ჯგუფის ჩართულობის უზრუნველყოფა;
- ჯგუფის თანამშრომელთა მიერ, მისოს შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინის, ქცევის ნორმების და კორპორატიული ეთიკის კოდექსის დაცვის კონტროლი;
- ჯგუფის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საჭირო ტრენინგების განსაზღვრა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კომუნიკაცია, ტრენინგის ორგანიზების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
- საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
- დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალს" (ს/კ 404967078 ), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.
მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალისგან“, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge.
ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.
ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით, მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.