გია პეტრიაშვილმა, საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, 2012 წელს დააფუძნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" (ემბისი) და დაარსების დღიდან, იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას, 2017 წლიდან კი არის ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
1993 წლიდან გია პეტრიაშვილი გახლდათ სს "ბაზისბანკის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს პირველი თავმჯდომარე, ხოლო 1998-2012 წლებში იყო ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
1999 წლიდან იგი საქმიანობდა OPIC-ის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ფონდში - "კავკასიის ფონდი", 1999-2002 წლებში კი, გახლდათ LLC Caucasus Advisors-ის თბილისის ოფისის დირექტორი.
2002-2005 წლებში გია პეტრიაშვილი იყო შპს "გასართობი ცენტრი მეიდანის" დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 2006-2009 წლებში კი დააფუძნა და ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიას - შპს "სოლო-ლაკი ინვესტორს".
გია პეტრიაშვილს აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და დოქტორის აკადემიურ ხარისხი თეორიული და მათემატიკური ფიზიკის განხრით. სამეცნიერო კარიერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ-მკვლევარის პოზიციაზე დაიწყო. ასევე იყო მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი.