სამეთვალყურეო საბჭო

სოფიო ცხვიტავა

სოფიო ცხვიტავა

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

სოფიო ცხვიტავა 2025 წლიდან არის მიკრობანკი ემბისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ამავდროულად, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე.

მას 2005 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით, ხოლო 2007 წელს მიიღო ამავე უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 

პროფესიული კარიერის ადრეულ ეტაპზე სოფიო ცხვიტავა საქმიანობდა კომპანია "მედინსერვში", სადაც აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ბაზარზე ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებასა და განვითარებაში.

2006 წლიდან მუშაობდა "პროკრედიტ ბანკში" სხვადასხვა პოზიციებზე: 2007 წლიდან იკავებდა AML ოფიცრის ადგილს, ხოლო 2010 წლიდან - უფროსი AML ოფიცრის პოზიციას. 2013-2018 წლებში იყო ამავე ბანკის გამოცდილი აუდიტორი.

2018 წელს სოფიო ცხვიტავა შეუერთდა ემბისის გუნდს და 2019 წლის მარტამდე ეკავა საოპერაციო რისკების მენეჯერის თანამდებობა.

2019-2024 წლებში ცხვიტავა იკავებდა FINCA Network Support B.V-ის ფინკა ჯგუფის შესაბამისობის ოფიცრის თანამდებობას, ხოლო 2024 წლიდან დღემდე არის ფინკა ჯგუფის შესაბამისობის უფროსი მენეჯერი.

სოფიო ცხვიტავას აქვს მრავალწლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საბანკო და მიკროსაფინანსო სფეროს მიმართულებით. 2023 წლიდან დღემდე იგი აქტიურად უწევს საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა ორგანიზაციებს.  
 

სოფიო ცხვიტავა