სიახლეები

 "ემ ბი სი" CSR-ის კლუბის წევრია

 "ემ ბი სი" CSR-ის კლუბის წევრია

2018-12-27

"ემბისი" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის - CSR-ის კლუბის წევრი გახდა.

კომპანიის საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის ეთერ ჩაჩიბაიას განმარტებით, კომპანია გეგმავს აქტიურად განაგრძოს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერა. "ემბისი" Global Compact-ის ქსელის წევრია და აღიარებს გაეროს გლობალური შეთანხმდების 10 პრინციპს.

რაც შეეხება CSR კლუბს, დღესდღეობით კლუბი აერთიანებს 90-მდე წევრს - ბიზნესის, არასამათავრობო სექტორის, საჯარო სტრუქტურებისა და აკადემიის წარმომადგენლებს. კლუბი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბიზნესში და ზოგადად, საზოგადოებაში კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლებას, აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაციას და წახალისებას.

"ჩვენი მიზანია მიკროსაფინანსო ბაზარზე სანდო რეპუტაციის დამკვიდრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიის მთავარი მონაპოვარია გამოცდილი გუნდი, მყარი ფინანსური პარტნიორები და გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა. "ემბისი"-ს მორალური ვალდებულებაა ვიზრუნოთ გარემოსა და მოსახლეობაზე, მივაღწიოთ კომერციულ წარმატებას ეთიკური ნორმების სრული დაცვით, პატივი ვცეთ ჩვენს მომხმარებლებს, ბუნებას და საზოგადოებას. 

ვაპირებთ, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ სოციალური პროექტების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ CSR კლუბში გაწევრიანება ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება ჩვენი კომპანიისთვის, რადგან გვეძლევა საშუალება გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები" - აცხადებს "ემბისი"-ის საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია.