CSR სიახლეები

ყოველწლიური გლობალური მიკროსაფინანსო ფორუმი

ყოველწლიური გლობალური მიკროსაფინანსო ფორუმი

2024-03-18

14-15 მარტს "ემბისი"-ს ფინანსურმა დირექტორმა - თათია ჯაჯანაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ამსტერდამში გამართულ ყოველწლიურ გლობალურ მიკროსაფინანსო ფორუმში, სადაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მოსაზრებები მდგრადი ეკონომიკური ზრდის პროცესში ფინანსური ინკლუზიორობის მნიშვნელობაზე, ფინანსური წიგნიერების ამაღლების საჭიროებაზე და მრავალფეროვნების, ინკლუზირობისა და მდგრადობისკენ სვლის აუცილებლობაზე.  

ორდღიანი ფორუმი მოიცავდა ინდივიდუალურ გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გლობალური რეგულაციების ზრდა, ფინანსური ინკლუზიურობის მომავალი, კლიმატის გონივრული დაფინანსება, განვითარების შედეგები, ზეგავლენები და სხვა ძირითადი საკითხები, რომელთა წინაშეც ახლა დგას ინდუსტრია. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიკროსაფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ექსპერტები და მკვლევარები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სრაფად მზარდი სექტორის საუკეთესო მაგალითებს, ინოვაციურ მიდგომებსა და სიახლეებს. 

ყოველწლიური გლობალური მიკროსაფინანსო ფორუმი