CSR სიახლეები

"ემბისი"-მ დაზოგვის საერთაშორისო კვირეული აღნიშნა

"ემბისი"-მ დაზოგვის საერთაშორისო კვირეული აღნიშნა

2023-11-30

დაზოგვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ტრადიციულად "ემბისი"-ს 15 დესპანი საქართველოს 10 სკოლის 400-მდე ბავშვს შეხვდა და ფულის დაზოგვის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახალისო გაკვეთილები ჩაუტარა.

აქტივობა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სამტრედიის, გორის და რუსთავის სკოლების მეოთხე-მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა. გაკვეთილზე ბავშვებისთვის ფულის დაზოგვის მეთოდებზე, დანაზოგების უსაფრთხოებაზე, გონივრული ხარჯვის პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე გახლდათ საუბარი.

დაზოგვის საერთაშორისო კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის და საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით 2012 წლიდან აღინიშნება.

კვირეულის მიზანია ახალგაზრდებსა და ბავშვებში ფულის დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.