CSR სიახლეები

"ემბისი" გავლენის ინვესტორების რიგს უკვე ოფიციალურად შეუერთდა

"ემბისი" გავლენის ინვესტორების რიგს უკვე ოფიციალურად შეუერთდა

2023-02-20

"ემბისი" კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში გავლენის ინვესტორების რიგს უკვე ოფიციალურად შეუერთდა.

"ემბისი" პირველი კომპანიაა, რომელიც ფონდ "აქციო"-ს მხარდამჭერი დაფუძნებიდანვე გახდა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ და "ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორმა, ეთო ჩაჩიბაიამ პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პარტნიორობის მიხედვით, შემდგომი 5 წლის მანძილზე, "ემბისი" აქციოში 25 000$-ის ინვესტიციას განახორციელებს და სოციალური საწარმოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

აქციო წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, განავითარონ ბიზნესი და გაზარდონ სოციალური გავლენა. 

გავლენის ფონდი #CSRDG-მ ევროკომისიისა და #EVPA-ს მხარდაჭერით 2022 წელს დააფუძნა, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისათვის" ფარგლებში.