CSR სიახლეები

"ემბისი" შშმ პირების დასაქმების ფორუმში იღებს მონაწილეობას

"ემბისი" შშმ პირების დასაქმების ფორუმში იღებს მონაწილეობას

2017-05-25

"ემბისი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების ფორუმს შეუერთდა. ღონიეძიება ევროკავშირის მიერ გახლდათ ორგანიზებული და შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირებასა და ლობირებას ისახავდა მიზნად.   

პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესანიშნავი შესაძლებლობა მისცათ პირისპირ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და მათთვის საინტერესო ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ ესაუბრათ. 

დასაქმების ფორუმზე "ემბისი" სატელეფონო მომსახურების ოპერატორისა და სატელეფონო გაყიდვების ოფიცრის ვაკანტური თანამდებობებით წარსდგა.