წამყვანმა ევროპულმა სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-მა, მიკრობანკი ემბისის საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიურიდან B+ სტაბილურამდე (B+ Stable) გაზარდა.
Scope Rating-ის განმარტებით, რეიტინგის ზრდა უკავშირდება ემბისის გაუმჯობესებულ ფინანსურ მაჩვენებლებსა და კომპანიის პირველ ლიცენზირებულ მიკრობანკად ტრანსფორმაციას, რაც თავის მხრივ, ორგანიზაციის მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი რეგულაციების დაცვას, მდგრადობისა და საკრედიტო შესაძლებლობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
Scope Rating-ის შეფასებით, ემბისიმ მკაცრი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით დაამტკიცა მისი ფინანსური სტაბილურობა. კომპანიის რისკების მართვის სისტემა კი შესაბამისობაშია საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომერციული ბანკებისთვის დაწესებულ მარეგულირებელ ჩარჩოსთან.